вторник, 18 февраля 2014 г.

პროექტის სახელწოდება:წფივივი დამოკიდებულება  სიდიდეებს  შორის და  გამოყენებითი  სახის  ამოცანები;
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  მოსწავლეები  გაიწაფებიან მონაცემების  შეგროვებაში, ამ  მონაცების  ცხრილების,  დიაგრამების  წარმოდგენაში, სათანადო  ამოცანებს  დაუკავშირებს  წრფივ  ფუნქციას, ანუ  შეეცდება  პროცესის  მათემატიკური  მოდელის შექმნას.
პროექტის აქტუალობა: ამ  თემის  ღრმა  შესწავლით მოსწავლეები უკეთ  გააცნობიერებენ  კავშირს  მონაცემებსა  და  მათ სიდიდეებით  გამოსახვაში, ასევე-  ცხრილებისა  და  დიაგრამების  გამოყენებაში
პროექტის მიზნები:  კვლევის,  კომუნიკაციისა  და  კრიტიკული აზროვნების  განვითარება;  მოსწავლეები  მონაცებზე  შექმნილ  მათემატიკურ, თუ  გრაფიკულ  მოდელების  გამოყენებით  დასკვნების  გამოტანის  უნარ-ჩვევების  გამომუშავება;
მოსწავლეთა ასაკი:15წ
ვადები/ხანგრძლივობა:1თვე
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას: შეიქმნება  სხვადასხვა  პრეზენტაციის ფაილები;  შეიქმნება  ანგარიში;  შეიქმნება  ბლოგი, რომელზეც  განთავსდება  შექმნილი  ელექტრონული მასალები;
პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი,  ინტერნეტი,  ბიბლიოთეკა, საზომი  ხელსაწყოები.
პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  საპროექტო  თემის შერჩევის   შემდეგ შეიქმნება  პროექტის  გეგმა და  მისი  განხორციელების  ეტაპები.მოსწავლეებს დაევალებათ  მოიძიონ  და  ელექტრონლად  აკრიფონ:  ფუნქციის  მოცემის  ხეერხების, ფუნქციის  თვისებების,  წრფივი  ფუნქციის,  სიდიდეთა ფუნქციის  მოცემის  პრეზენტაციის  ფაილები.  მოხდება  საერთო  დასკვნების  გამოტანა  და  სიდიდეთა შორის  წრფივი დამოკიდებულების  შესახებ  გამოყენებითი  სახის  ამოცანების  ჩამოყალიბება-შეჯერება; მოსწავლეები იმუშავებენ კონკრეტული  ამოცანების მიხედვით  მონაცემების  გამოსახვას  წრფივი  ფუნქციით,  დიაგრამებითა  ცხრილებით.  პროცესის  მათემატიკური მოდელის  შექმნა,  ამ  მოდელის მიხედვით  დაზუსტებას,  დადასტურებას  ან  უარყოფას.  შეიქმნება  პროექტის  ანგარიში  და  მოხდება  პროექტის  პრეზენტაცია  სკოლის  მასწავლებლების,  მოსწავლეებისა  და  მათი  მშობლების  წინაშე. პროექტის  დასასრულს  მოსწავლეები  შეაფასებენ  თვითშეფასების  ბარათებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან კავშირი:  ისტ,  მათემატიკა:
პროექტის ხელმძღვანელი   ზურაბ   დუმბაძე
ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა
პროექტის  ბლოგი::

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა

Комментариев нет:

Отправить комментарий